საკრებულოში დეპუატტები თბილისის მერიის ხელმძღვანელ პოსტებზე წარდგენილ კანდიდატურებს უყრიან კენჭს.
გუშინ კანდიდატურებს, მხარი უკვე დაუჭირა საკრებულოს იურიდიულმა კომისიამ.
ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილები არიან: თბილისის მერის მოადგილეების პოსტებზე: გიგა ნიკოლეიშვილი და ნინო ქიტიაშვილი, ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე- ირაკლი ხუცურაული , ხოლო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი უკლება.
"ნაციონალური მოძრაობა" კანდიდატებს მხარს არ უჭერს.