მინისტრთა კაბინეტში ახალ თანაგუნდელებს დადებითად ახასიათებენ და მომავალ საქმიანობაში წარმატებას უსურვებენ. კაბინეტის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ახალი მინისტრები დაკისრებულ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევენ.
ხელისუფლებაში თინა ხიდაშელის განცხადებასაც ეხმიანებიან, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორიას დანიშვნას შეცდომას უწოდებს .
შეგახსენებთ, რომ თნათინ ხიდაშელი ლევან იზორიამ , პაატა ზაქარეიშვილი კი ქეთევან ციხელაშვილმა ჩაანაცვლა.