სიახლეები
მთავრობის სხდომა

ლევან იზორია და  ქეთევან ციხელაშვილი მინისტრების რანგში,  მთავრობის სხდომას  დღეს პირველად ესწრებიან.

მისასალმებელ   სიტყვაში  პრემიერმა  თავდაცვის უწყების ახალ  ხელმძღვანელს     და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახლად დანიშნული სახელმწიფო მინისტრს,   მომავალ საქმიანობაში  წარმატებები უსურვა.

"მივესალმები ჩვენი მთავრობის ორ ახალ წევრს, ქალბატონ ქეთი ციხელაშვილსა და ლევან იზორიას. მინდა, ვუსურვო მათ წარმატება",-აღნიშნა პრემიერმა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, დარწმუნებულია,  რომ ორივე უწყება იქნება ძალიან წარმატებული და ბევრი კარგი საქმე გაკეთდება ორივე მიმართულებით.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი რჩება ძალიან კონსოლიდირებული. ძალიან კვალიფიციური ორი ახალი ადამიანი შემოგვემატა. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე უწყება იქნება ძალიან წარმატებული და ბევრი კარგი საქმე გაკეთდება ორივე მიმართულებით",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

Print