რაც საკუთრების დამადასტურებელი
საბუთების მოძიებას და საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტის
შემუშავებას გულისხმობს.
მიწის ნახაზების საკადასტრო ნახაზებს კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დააფინანსებს.
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში მიწების 70-80 % დაურეგისტრირებელია. მოქალაქეები წლების განმავლობაში მიწის დაკანონებას ვერ ახერხებდნენ, რაც ბიუროკრატიასთან ერთად, დიდ ხარჯთან იყო დაკავშირებული.
პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, არასამთავრობო სექტორი გარკვეულ ხარვეზებზე მიუთითებს. ახალი რეფორმა მიწის ნაკვეთების ზედდებისა და გადაფარვის პრობლემას ვერ აღმოფხვრის - ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი.
რეფორმის ფარგლებში გამარტივებული მიწის რეგისტრაცია ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.