გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენებს უკვე შეხვდნენ და მომავალ ასპარეზობაზე წარმატებები უსურვეს. თავის მხრივ, ქვეყნის პირველ პირსსს სპორტსმენებმა მხარდაჭერისთვის და ოლიმპიურ თამაშებზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა ქართველი გულშემატკივრების იმედები გაამართლონ.