სიახლეები
მკვლელობა გლდანში
მკვლელობა გლდანში. ქერჩის ქუჩაზე 30 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

გარდაცვლილს ორი ჭრილობა თავისა და ხელის არეში აქვს მიყენებული. სისხლიანი გარჩევის ზუსტი მიზეზი უცნობია. მომხდარს,  ერთი თვითმხილველი ჰყავს, რომელიც  სამართალდამცველებმა  უკვე  დაკითხეს.

გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ცეკვის სტუდიაში  უცნობმა პირმა მოკლა, რომელიც სამხედრო ფორმაში იყო ჩაცმული .

მომხდარზე გამოძიებას  შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს .  უწყების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად შესამაბისი ღონისძიებები უკვე მიმდინარეობს.

Print