ბეშუმი „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შეხვედრისა და პოლემიკის ადგილად იქცა.
ამჯერად მოვლენების ეპიცენტრში ყოფნას აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი ცდილობდა, რომელიც სცენას იმ დროს მიუხლოვდა, როცა პრემიერ-მინისტრი ადგილობრივებს და სტუმრებს სიტყვით მიმართავდა.
ლევან ვარშალომიძეს სამართალდამცავებმა სცენაზე ასვლის საშუალება არ მისცეს, სახალხო ზეიმი კი პოლიტიკურ ბრალდებებში გადაიზარდა.