აგისტოს ომს ჰააგის სასამართლო 2009 წლიდან იძიებს. მანამდე ამ საკითხზე იყო ჰაიდი ტალიავინის დასკვნა 2008 წლის აგვისტოს ომთან წელთან დაკავშირებით, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუსმინა და რეზოლუციაც მიიღო. უკვე ამის შემდეგ დაიწყო ჰააგის ტრიბუნალმა იმ ფაქტების გამოძიება, რომელიც ტალიავინის ანგარიშშია ჩამოთვლილი.
ამის შემდეგ სიახლე საქმეში იყო ის, რომ 2016 წლის დასაწყისში ქართულმა მხარემ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან, ფატუ ბენსუდასთან, დაიწყო აქტიურად თანამშრომლობა.
ბენსუდამ მაშინ თქვა, რომ სისხლის
სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მის ოფისს მისცა უფლება, დაიწყოს
გამოძიება საქართველოში 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს
ჩადენილ დანაშაულებზე. და პროკურორმა პირობა დადო, რომ გამოძიება
დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იქნებოდა.
ეთნიკური წმენდა - სწორედ ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი,
2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს. თინა ხიდაშელს იმედი
აქვს, რომ აგვისტოს ომის გამოძიება ლოგიკური შედეგით
დასრულდება სისხლის სამართლის საერთაშორისო
სასამართლოში.