სიახლეები
აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივს მიაგებენ

დღეს რვა აგვიასტოა,   რუსული ინტერვენციიდან  8  წელი  გავიდა .

2008 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე  15 000 რუსი სამხედრო შემოვიდა.

ხუთ  დღიანი საბრძოლო მოქმედებების  შედეგად  საქართველოს   224 მშვიდობიანი მოქალაქე, 169  სამხედრო და 14 პოლიციელი  დაიღუპა .

ომში დაღუპულ გმირებს  დილიდან  მიაგებენ  პატივს პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მუხათგვერდის  ძმათა სასაფლაოზე,  იქ სადაც  42  სამხედროა დაკრძალული, გმირთა მემორიალი  გვირგვინით  უკვე შეამკეს   საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა,  ადგილზე  იმყოფებოდნენ  სხვადასხვა  პოლიტიკური  პარტიების   წარმომადგენლები.

 

 

 

Print