იგი აცხადებს რომ, საკითხზე საუბარი ჯერ არავისთან ჰქონია.
მინისტრის ინფორმაციით, უჩა ძოძუაშვილს, პიროვნულადაც არ იცნობს.
თავად ძოძუაშვილი აცხადებს, რომ თავდაცვის ახალი მინისტრის გადაწყვეტილების შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს და ვრცელ კომენტარს საკითხში გარკვევის შემდეგ გააკეთებს.
ძოძუაშვილი რამდენიმე თვის წინ თინა ხიდაშელმა გაათავისუფლა, მიზეზად მაისში, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა.
ძოძუაშვილმა მისი
გათავისუფლების შესახებ თინათინ ხიდაშელის
ბრძანება სასამართლოში რამდენიმე თვის წინ
გაასაჩივრა.