თელავის რაიონის სოფელ აკურაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლოკი ,,საქართველოს აღორძინების" წევრი, ყოფილი პარლამენტარი და სპორტსმენი მოკლეს.
ადგილობრივების თქმით, ნოდარ მოდებაძეს დაქირავებულმა მწყემსმა სანადირო თოფიდან მას შემდეგ ესროლა, რაც მოდებაძემ მწყემს მისი ნაკვეთიდან საქონლის გარეკვა მოსთხოვა.
66 წლის მამაკაცი ზურგის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. მწყემსი შემთხვეის ადგილიდან მიიმალა და მას პოლიცია ამ წუთებშიც ეძებს.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. ნოდარ მოდებაძე აკურის ღვინის ქარხნის ერთ-ერთი მფლობელი იყო.
მისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეზე მთავარმა პროკურატურამ შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს 2015 წელს ბრალი წაუყენა. მოდებაძე თამაზ მეგრელიშვილთან ერთად აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულად იყო ცნობილი.