ქვეყნის პირველი პირი, რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის წევრებს დღეს შეხვდება.
კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტმა საკითხზე დადებითი ან უარყოფითი პასუხი 30-ი დღის ვადაში უნდა დააფიქსიროს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პრეზიდენტის ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია დასჭირდება. რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით საინიციატოვა ჯგუფმა 200 ათასი ხელმოწერა უკვე შეაგროვა.
კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ პირველი პირი საკითხს დადებითად გადაწყვეტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯგუფი საპროტესტო აქციების გამართვას არ გამორიცხავს.