15 აგვისტოს „ქართული ოცნება“ თბილისის მაჟორიტარებს წარადგენს. ოფიციალურ დასახელებამდე, „მაესტრომ“
გაარკვია, რომ თბილისელების გულის მოსაგებად გიორგი კახიანი, გია ვოლსკი, გია ჟორჟოლიანი, ზვიად ძიძიგური და ირაკლი ლექვინაძე იბრძოლებენ.
საქართველოს პარლამენტში დედაქალაქის სახელზე 22 მანდატია, „ქართული ოცნება“ ყველგან ბრძოლას აპირებს, გარდა მთაწმინდისა, რადგან იქ კანდიდატი სალომე ზურაბიშვილია.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი, გიორგი ვოლსკი ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა განხილება სად არ აკონკრეტებს, თუმცა არსებული ინფორმაციით, ის ჩუღურეთის მაჟორიტარობისთვის ემზადება.
ბედს, ამჯერად თბილისში ცდის სამტრედიის მოქმედი დეპუტატი გიორგი კახიანიც. არჩევნებში „ქართული ოცნების“ სახელით ჩაერთვება კონსერვატორი, ზვიად ძიძიგურიც.
თბილისში მაჟორიტარების ოფიციალური წარდგენა 15 აგვისტოს შედგება, ხვალ კი, გიორგი კვირიკაშვილი აჭარის რეგიონში კანდიდატებს დაასახელებს.