გოგა ხაინდრავას ფილმს "9+1" სექტემბრიდან მაყურებელი ტელეეკრანზე იხილავს.
ფილმი, რომლის გადაღებებიც უკვე ერთი წელია მიმდინარეობს, ყოფილი ხელისუფლების დროს მომხდარ გახმაურებულ საქმეებს შეიცავს.
როგორი იქნება 24 სერიაში ასახული 9 წელი. რეჟისორი ფილმის დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს რომ სცენარი, რომელიც ყოფილ პატიმრებთან ინტერვიუების შედეგად დაიწერა, მაყურებლისთვის მძიმე სანახავი იქნება.