სიახლეები
საარჩევნო სია და მონაცემები
როგორ უნდა  ვიპოვოთ საკუთარი მონაცემები ერთიან საარჩევნო ბაზაში? რამდენი ამომრჩეველია ამ დროისთვის და  შეძლებენ თუ არა ხმის მიცემას ე.წ. უმისამართოები. სიახლე, რომელსაც ამომრჩეველს ცესკო სთავაზობს, ჩვენ შეგვიძლია პრაქტიკულად გადავამოწმოთ სწრაფი გადახდის ტერმინალის მეშვეობით. ცესკო-ს გრაფაში პირად ნომერს ვუთითებთ, შემდეგ გვარს და მონაცემებს ვამოწმებთ.
ასევე, მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია ცესკოს გვერდზე და „ანდროიდის“ სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის/პლანშეტის გამოყენებით.
ცესკოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ამომრჩეველთა ერთიანი სია დამატებით განახლდა. ამომრჩეველთა სიას მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული და რეგისტრაციიდან მოხსნილი 59 242 ამომრჩევლის მონაცემი დაემატა.

ცესკოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე 3, 452093 ამომრჩეველია, ხოლო რეგისტრაცია უკვე 45-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა. ამომრჩეველთა საბოლოო მონაცემები 3 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

Print