დაკარგული სამხედროების ისტორიაში მეშვიდე დღის სიახლე ხელფასის არასრულად ჩარიცხვაა.
იაგო შარაძის ოჯახის ინფორმაციით, ნაცვლად 1300 ლარისა, სამხედროს მხოლოდ 600 ლარი დაერიცხა. სამინისტრომ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო. სამძებრო ოპოერაცია კი ისევ უშედეგოდ გრძელდება.