სიახლეები
ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა გაიზარდა
ავარიების და უბედური შემთხვევების სტატისტიკა ყოველწლიურად მზარდია.
შარშანდელ  7 თვის მონაცემებთან შედარებით   ავტოსაგზაო შემთხვევებმა 11 იმატა. 6 %-ით გაზრდილია ლეტალური შედეგით დასრულებეული ავარიები და დაშავებულების რაოდენობა 10 %-ით არის მომატებული.

260 ავარია: 3 დაღუპული და 328 დაშავებული - ასეთია გასული თვის ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგი თბილისში. შემთხვევების მთავარი მიზეზი არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა, ასევე, ქვეითების ბრალეულობით გამოწვეული შემთხვევებია.

სპეციალისტები დედაქალაქში ე.წ. შავი წერტილები არსებობაზე საუბრობენ. სწორედ ამ ადგილებზე მოდის ავარიების ყველაზე დიდი წილი.

Print