სიახლეები
ბაღათურიას ჩვენება
თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის მერაბ ბაღათურიას ინფორმაციით

გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ იმჟამინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს დათა ახალაიას, ვასილ სანოძისა და ”შარდენ ბარში” მყოფი სხვა პირების დაკავება შესთავაზა.

ამის შესახებ ბაღათურიამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდების ეპიზოდის განხილვისას, მოწმის სახით დაკითხვის დროს განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შეკრებილი მასალები, რომლითაც დგინდებოდა, რომ გირგვლიანთან ანგარიშსწორების ბრძანება უშუალოდ  შსს-ს მაღალჩინოსნებისგან მოდიოდა, პირადად ვანო მერაბიშვილს გააცნო, რომელიც იმ დროისთვის თბილისის მთავარ სამმართველოს კურირებდა.

Print