სიახლეები
გახმაურებული კრიმინალური შემთხვევები
ოთხ დღეში ორი გახმაურებული მკვლელობა თბილისის ცენტრში

და საქართველო, რომელიც უსაფრთხო ქვეყნების სამეულშია. გუშინ ბაგებში სროლა საბედნიეროდ მსხვერპლის გარეშე  დასრულდა , თუმცა "მაესტროს" არქვივი და ოფიციალური სტატისტიკა მძიმე კრიმინალურ შემთხვევებს ინახავს.

ბოლო თვეში მომხდარი დანაშაულის ოფიციალური სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე არ იძებნება.

უწყებაში ინფორმაციის საჯაროდ გამოთხოვისთვის ათდღიანი ვადა მოითხოვეს.

საქსტატის ოფიციალურ საიტზე კი, პროკურატურის მიერ მიწოდებული ინფრომაცია დევს.ბოლო განახლება ივლისშია.

მიმდინარე წლის  ივლისში სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 1378 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული 314 პირმა ჩაიდინა, რაც დევნადაწყებული პირების 22 %-ს შეადგენს .

როგორც მონაცემებიდან ჩანს, დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება,  დაბალი - სამცხე-ჯავახეთში.

Print