სიახლეები
პოლიტიკური ჩანაცვლება მმართველ გუნდში

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს”

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თემურ ჭკუასელმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ამ დროისთვის ცნობილია რომ ჭკუასელი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება, თუმცა პარტიაში ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

რაც შეეხება ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქს, არსებული ინფორმაციით, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” სახელით თემურ ჭკუასელის ნაცვლად, ნინო წილოსანი იბრძოლებს.

განმარტებები საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თემურ ჭკუასელმა „მაესტროს კონტაქტთან“  გააკეთა.

 

Print