სიახლეები
რუსული სამხედრო წვრთნები კავკასიაში

რუსეთში სტრატეგიული სამხედრო წვრთნები - "კავკასია 2016"მიმდინარეობს.

ფართომასშტაბიან მზადებაში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში განლაგებული რუსული ძალებიც მონაწილეობენ. წვრთნები შავ და კასპიის ზღვის აკვატორიასა და ყირიმში არსებულ პოლიგონებს მოიცავს.

12 ათასი ჯარისკაცი, ავიაცია, სამხედრო ტექნიკა და საზღვაო ფლოტი 5 დღის განმავლობაში მობილიზაციის, თავდასხმის მოგერიებისა და საომარი მოქმედებების ტაქტიკურ ეპიზოდებს გაითამაშებს. მასშტაბური სამხედრო სწავლება თბილისში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს ემთხვევა.

მაესტრო რუს სამხედრო ექსპერტებს ესაუბრა, რომელთა აზრითაც აღნიშნული სამხედრო სწავლება ომის სამზადისს არ გულისხმობს

 

Print