ადგილი, საიდანაც შავი არაგვი იღებს სათავეს, ხეობა, სადაც ადრე 520 კომლი სახლობდა, ახლა კი, ეს რაოდენობა სულ რამდენიმე ათეულამდეა შემცირებული.
გუდამაყარი - ხეობა, სადაც ბავშვს იშვიათად შეხვდებით და შესაბამისად, ერთმანეთზე მიყოლებით დაიხურა სკოლები. ბოლო, მაქართის დაწყებითი სკოლა იყო, სადაც შენობის კარი გამოკეტეს, სოფლის ერთადერთი მოსწავლეც სხვაგან გადავიდა. ყველაზე პატარა გუდამაყრელები და ხეობის ერთადერთი სკოლა, სადაც სწავლის დაწყების ზარი დაირეკება.