სიახლეები
გარემოს დაცვის მესამე ეროვნული პროგრამა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში
„გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამის“ შემუშავების ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მინისტრის მოადგილემ დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლებს  გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამის მომზადების გეგმა და მიზნები გააცნო.

მან არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრისადმი კომპლექსური მიდგომის ჩამოყალიბებაზე, მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრასა და მათ მისაღწევად საჭირო ქმედებების დაგეგმვაზე გაამახვილა ყურადღება.

Print