სიახლეები
თხილის განადგურებული მოსავალი

გასულ წლებთან შედარებით წელს, სამეგრელოს რეგიონში გლეხებმა თხილის ყველაზე მწირი მოსავალი აიღეს.

სეზონი იწურება, გლეხები კი მოსავლის ხარისხით უკმაყოფილოები არიან. თითქმის ერთი თვეა კერძო ჩამბარებლები თხილს დაბალ ფასად იბარებენ. მიზეზი გაფუჭებული ნაყოფია.

ხოჭოსებრი მავნებელი მწერები მერქანს და ფოთოლს აზიანებენ, რაც საბოლოოდ ნაყოფზე აისახება. მსგავსი პრობლემა იყო რამდენიმე წლის წინაც, როცა ე.წ ამერიკული პეპელა მოსავალს წლების მანძილზე ანადგურებდა.

 

Print