რუსეთის
მიერ
საქართველოს
ტერიტორიების ოკუპაცია
იყო ერთ- ერთი მთავარი საკითხი, რაზეც პრემიერ- მინისტრმა,
გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით
71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება ქვეყანაში
მოახლოებულ არჩევნებზეც გაამახვილა
. პრემიერის თქმით, მთავრობა უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან
და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს, „რომელიც გამოირჩევა მედიისა და
პოლიტიკური გარემოს თავისუფლებით, ძლიერი და აქტიური სამოქალაქო
საზოგადოებით და შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური
ბაზით“.