
სანდრო გირგვლიანის საქმის
განხილვა გრძელდება.
საქმე ეხება ე.წ ოქროყანის ეპიზოდს
და დათა ახალაის ბრალეულობის საკითხს . დღევანდელ სხდომაზე მოწმის
სახით მიხეილ ბიბილურიძე დაიკითხა. ბიბილურიძე კუდის ყოფილი
მაღალჩინოსანია, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის
სასჯელი უკვე მოიხადა.
კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი
მკვლელობაში დათა ახალიას სდებს ბრალს. 27 იანვრის ღამის დეტალებს
მოწმე დღეს თითქმის 3 საათის განმავლობაში იხსენებდა.