სიახლეები
დესტაბილიზაციის საფრთხე
კადაფიზაციის გეგმა- ვარდების რევოლუციის შემქნელებისგან
2012 წელს ხელისუფლებიდან,  ოპოზიციაში წასული გუნდი, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სახლის დაკავებას, რუსთაველის პიკეტირებას და რევოლუციის მოწყობას გეგმავს. დიალოგის ჩანაწერი,  რომლის ავთენტურობაც დასადგენია, სოციალური ქსელით დღეს გავრცელდა...

ჩანაწერის  მიხედვით, სახელმწიფო გადატრიალების გეგმას მიხეილ სააკაშვილი , გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე , ნუგზარ წიკლაური და აკაკი მინაშვილი განიხილავენ.  ჩანაწერში საუბარია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი  2“-ის როლზეც.
გამოქვეყნებული მასალიდან გამოდინარე  გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლით დაიწყო.

ნაციონალური მოძრაობის წევრები სუსში დაკითხვაზე დაიბარეს, ისინი უწყებასთან თანაშრომლობას არ აპირებენ და უწყისის ჩაბარებაზეც უარს აცხადებენ.

Print