
პაატა ბურჭულძე ისევ
თავდაცვის რეჟიმშია.
მსოფლიო ბანი ყოფილი
თანაგუნდელის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს ,
რომ მას პარტიიდან პირადი
შემოსავალი არ მიუღია, ბურჭულაძემ
ის ფინანსური დოკუმენტაციაც
წარმოადგინა, რომელიც მისმა ოჯახმა
პარტიას შემოწირულობის სახით ჩაურიცხა, ბრალდებების
ავტორი ამჯერადაც ბურჭულაძის პარტიის ყოფილი წევრია.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს,
რომ ბურჭულაძემ მხოლოდ აპრილში ხელფასის სახით 187 ათასი
ლარი აიღო.