სიახლეები
ვინ ითვლის ეგზიტპოლს საქართველოში

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბრძოლა რეიტინგებისთვის გადამწყვეტ ფაზაში შედის.

ამჯერად პოლიტიკურ წრეებში იმ ციფრებზე ვერ თანხმდებიან, რომელიც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ის დაკვეთით,  საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაცია „ჯი ეფ ქეიმ“ დაწერა.

ამ  დრომდე არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელიც „ჯი ეფ ქეისთვის“ საქართველოში საველე სამუშაოებს ატარებს. სწორედ ამის გამო პლიტიკური პარტიების რეიტინგებს, არჩევნებში მონაწილე სუბიექტების უმრავლესობა უნდობლობას უცხადებს.

გარდა „ჯი ეფ ქეისა“, არჩევნების დღეს, ეგზიტპოლის წინასწარ მონაცემებს,  ტელეკომპანია „მაესტრო“, „იმედი“,, ჯიდიესისა“  და ‘საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ „თიენეს ოპინიონი“ მოამზადებს.  საველე ღონისძიებებს კი „გორბი“ ჩაატარებს.

 

Print