გვიან ღამემდე, ხმაურის ფონზე
მიმდინარეობდა საჩივრების განხილვა ბათუმის საოლქო საარჩევნო
კომისიაში.
საწყის ეტაპზე კომისიამ 25 საჩივარი
განიხილა, რომელიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა.
რამდენიმე საარჩევნო მოხელეს,არაკვალიფიციური ქმედებების გამო
გაფრთხილება მიეცა.
საოლქო კომისიას, „ერთიანი
ნაციონალური“ მოძრაობის მიერ შეტანილი კიდევ რამდენიმე საჩივრის
განხილვა მოუწევს.