
8 ოქტომბრის არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა
კვალიფიკაცია დისკუსიის თემად იქცა.
მათი ქმედებები როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო
ორგანზაციების ანგარიშებში მოხვდა. დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ
კომისიის წევრებს სათანადო კვალიფიკაცია და ტრენინგი აკლდათ.
სწორედ პროცედურული საკითხების დარღვევა იყო საჩივრების დიდი ნაწილის
მთავარი თემაც და სწორედ ასეთი შეცდომებისთვის გაბათილდა 2 უბნის
შედეგები. მიუხედავად კრიტიკისა, ყველა მონიტორმა აღიარა, რომ
პროცედურულ ხარვეზებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ
მოუხდენია. და მაინც რატომ აღმოჩნდა საკმარისი მილიონ
ლარზე მეტი მოხელეების ტრენინგისთვის?