
"ნაციონალურ მოძრაობაში“
პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
ორ ნაწილად გაყოფილი ყოფილი
მმართველი გუნდი დღეს იმის გარკვევას ცდილობს უნდა მიიღოს თუ არა
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა. კიდევ ერთი
საკითხი, რამაც მიხეილ სააკაშვილის გუნდში განხეთქილება გამოიწვია ეს
პროპორციული სიით მანდატების მიღების საკითხია. მათ ნაწილს
ექსპრეზიდენტის ხელძღვანელობით მიაჩნია რომ "ნაციონალური
მოძრაობა" პარლამენტში არ უნდა შევიდეს. ამ აზრს არ ეთანხმებიან
გიგა ბოკერიას ფრთის წარმომადგენლები.