სიახლეები
''კუს ტბის'' განახლებული საბაგირო
თბილისის სატრანსპორტო სისტემას კუს
ტბის განახლებული საბაგირო გზა შეემატა.
საბაგირო გზის რეაბილიტაციის
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მოძველებული ინფრასტრუქტურა,
გარემონტდა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღიჭურვა
ორივე სადგური. კუს ტბის ახალ საბაგირო გზაზე თბილისელებს და
დედაქალაქის სტუმრებს ორი გონდოლა მოემსახურება და ჭავჭავაძის
გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთში იქნება შესაძლებელი. თითო
გონდოლით 10-12 ადამიანი იმგზავრებს, მათ შორის, ერთი მუდმივი
გამცილებელი. გონდოლები და სადგურები ადაპტირებულია შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.