სიახლეები
ახალი სკოლა ლამბალოში
საგარეჯოს
სოფელ
ლამბალოში
ახალი
სკოლა გაიხსნა
საგარეჯოს სოფელ ლამბალოში ახალი სკოლა
გაიხსნა და ამიერიდან, 1000-ზე მეტი მოსწავლე თანამედროვე
სტანდარტების სკოლაში ისწავლის. წლებია სოფელ ლამბალოს მოსწავლეები
ოჯახებში მოწყობილ არასტანდარტულ, სასწავლო პროცესისათვის სრულიად
შეუფერებელ საკლასო ოთახებში სწავლობდნენ. სკოლა რამდენიმე ნაქირავებ
შენობაში იყო განთავსებული, ახალ სკოლას აქვს კი საინფორმაციო
ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები, თანამედროვე
გათბობის სისტემა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, ექიმის
კაბინეტი, სასადილო, 300 კვ.მ-ის ღია სპორტული მოედანი. შენობა ასევე
ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეებისთვის. სკოლის მთელი ტერიტორია გამწვანდება და
კეთილმოეწყობა.