სიახლეები
ბათუმში მწერალთა სახლი გაიხსნა
ბათუმში “ბათუმის
მწერალთა სახლის” რესტავრირებული შენობა გაიხსნა.
"ფონდმა ქართუმ” 5 თვეში მთლიანად
განაახლა ამორტიზებული და დანგრევის პირას მისული შენობა. 1904 წელს
აშენებულ შენობაში, ბათუმის მწერალთა სახლი 1957 წლიდან
ფუნქციონირებს. საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის
თავმჯდომარემ აჭარის მთავრობის მეთაურთან და “ფონდი
ქართუს” ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა რესტავრირებული
შენობა და მასში განთავსებული ჟურნალი “ჭოროხის” რედაქცია. მწერალთა
სახლის ფუნქციონირების განახლებასთან ერთად აღდგება ჟურნალ “ჭოროხის”
გამოცემაც. ბათუმის მწერალთა სახლის გარდა “ფონდი ქართუ” ბათუმში
ახორციელებს დრამატული თეატრის რესტავრაციასა და “ბათუმის რაგბის
კომპლექსის მშენებლობას”. სარესტავრაციო სამუშაოებს აწარმოებს
ასოციაცია “ატუ”.