სიახლეები
ქართველი და ამერიკელი სამხედროების აქცია
ქართველი და ამერიკელი სამხედროების ერთობლივი აქცია მარტყოფის პანსიონატში .
შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროებმა ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პანსიონატში ჰუმანიტარული აქცია გამართეს.  სამხედროებმა პანსიონატის ტერიტორია დაასუფთავეს და სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაო შეასრულეს. სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა მიზნად ისახავს პანსიონატის ბენეფიციარების მორალურ მხარდაჭერას, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას, ასევე ჯარისკაცებსა და ბენეფიციარებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
Print