სიახლეები
ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა
ტრანს-გენდერი  ქალის  განზრახ მკვლელობის  მცდელობის ბრალდებით  შინაგან  საქმეთა  სამინისტრომ  ერთი  პირი  დააკავა.
წარსულში  ნასამართლევი, ამჟამად  პირობითი მსჯავრის  ქვეშ მყოფი   1985   წელს  დაბადებული  მამაკაცია. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა  14  ოქტომბერს ორთაჭალაში, ურთიერთ-შელაპარაკების  ნიადაგზე, ბლაგვი  საგნითა  და ცივი     იარაღით, მრავლობითი  ჭრილობა  მიაყენა 1982  წელს    დაბადებულ  ტრანს-გენდერ  ქალს  და შემთხვევის ადგილიდან    მიიმალა. სამართალ-დამცველებმა ბრალდებული  რუსთავში   დააკავეს.
Print