სიახლეები
საქველმოქმედო სივრცე ეროვნულ ბიბლიოთეკაში
სოციალური ქსელით დაწყებულმა საქველმოქმედო კამპანიამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადაინაცვლა.
ახლა უკვე მოქალაქეებს პროექტ ეკვილიბრიუმის ფარგლებში წიგნებთან ერთად ტანსაცმელებითა და სხვა საჭირო ნივთებით დახმარება შეეძლებათ. ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ნივთების მიტანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

პროექტის ავტორები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს სტუმრობენ და შეგროვებულ ნივთებს სოფლის ბიბლიოთეკებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ურიგებენ.

Print