გავლენიანი ჩინური კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტობის სიგელი გადასცა.
საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური-კულტურული თანამშრომლობის ცენტრის ერთობლივი ინიციატივით დაარსდა.
ორგანიზაციის მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო, კომერციული, საგანმანათლებლო, სოციალური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაა.
სიგელის გადაცემას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის წევრები დაესწრნენ.