ე. წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის
საქმეზე, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი დგებუაძის, იგივე
მასტერას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის
მოწმეებს მოუსმენენ. ამ წუთებში სასამართლო სამედიცინო ექსპერტს
კითხავენ, რის შემდეგაც ჩვენებას თავდაცვის სამინისტროს ყოფილი
თანამშრომელი, პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი მისცემს.პროკურატურის
ინფორმაციით, მოწმე წითელაშვილის გამოძიებისთვის მიცემული
ჩვენების მიხედვით, 2006 წელს ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს კუდის
ყოფილი მაღალჩინოსნებმა, საკონტროლო გასროლები განახორციელეს
გარდაცვლილი ახალგაზრდების მიმართ.
დაცვის მხარის მტკიცებით, ტრისტან
წითელაშვილი შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა.