სიახლეები
თბილისში დათვს ისევ ეძებენ
თბილისის ცენტრში დათვს ისევ
ეძებენ.
მერიის ცხოველთა მონიტორინგის
სამსახურის 4 ეკიპაჟი ამ დროისთვის იპოდრომის ტერიტორიაზე მუშაობს.
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ცხელ ხაზზე ადგილობრივმა
მცხოვრებმა დარეკა, რომელიც ამტკიცებდა, რომ იყალთოს ქუჩაზე დათვის
ბელი დაინახა. დედაქალაქში დათვის ძებნა წუხელ ღამით დაიწყო.
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის განცხადებით, ცხოველის
დაკარგვას არც ზოოპარკში და არც ცირკში არ ადასტურებენ.