დედაქალაქის
ცენტრში დათვს ისევ ეძებენ.
საბურთალოს რაიონში დათვის ძებნის პროცესში მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟები მონაწილეობენ. ძებნის ოპერაციაში ჩაერთო კინოლოგთა ჯგუფიც. როგორც სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, ძებნის ოპერაცია არ შეწყდება, სანამ დათვს არ აღმოაჩენენ ან არ დადასტურდება, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხელ ხაზზე შესული ინფორმაცია ცრუ იყო. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხელ ხაზზე ადგილობრივი მცხოვრებისგან შეტყობინება, იყალთოს ქუჩაზე დათვის ბელის შესახებ 17 ოქტომბერს შევიდა.