სიახლეები
აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა
აბაშიძე კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში დღეს გაიმართება
პრემიერის სპეციალურ  წარმომადგენელთან ერთად, მოლაპარაკებას საქართველოს ეკონომიკისა და საგარეო სამინისტროების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. ზურაბ აბაშიძის განმარტებით, სხვა საკითხებთან ერთად, 2011 წელს ხელმოწერილი საბაჟო კონტროლის შესახებ სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი განიხილება. საუბარი ასევე ოფიციალური თბილისისთვის ქართული ფილმების არქივის   დაბრუნებას  შეეხება.
Print