სიახლეები
არჩევნების მეორე ტური
ცესკო- არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა

გადაწყვეტილება ცესკოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. კომისიის წევრებმა კენჭი უყარეს განკარგულებას, რომლის თანახმად, არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს დაინიშნა. მეორე ტური 48 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება რადგან კიდევ  ორ ოლქში განმეორებითი კენჭისყრაა დაგეგმილი, რომელიც  22 ოქტომბერს შედგება.

ცნობილია ისიც რომ ამავე დღეს გაბათილებულ 4 უბანზეც გაიმართება კენჭისყრა.   მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრის ხარჯთაღიცხვა 6 მილიონია აქედან ბიუჯეტიდან დამატებით 4 მილიონი გამოიყოფა დარჩენილ 2 მილიონს კი ცესკო დახარჯავს.

Print