ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის
მცდელობაში ბრალდებულს წინასწარ პატიმრობა შეეფარდა.
შეგახსენებთ 14 ოქტომბერს, ორთაჭალის ტერიტორიაზე ეჭვმიტანილი გიორგი მურჯიკნელი თავს დაესხა ტრანსგენდერ ქალს. მსხვერპლს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული თავისა და ყელის არეში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.