და უხელმძღვანელოს. განცხადება გიორგი მარგველაშვილის სახელით დღეს გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა. პრეზიდენტის მრჩევლის განმარტებით, პრეზიდენტი ამ განცხადებით პრემიერმინისტრის ინიციტივას გამოეხმაურა და მისი აპარატი მზადაა საკონსტიტუციო ცვლილებების ჯგუფის ფორმირებაზე იმუშაოს.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა პრეზიდენტი პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად თანათავმჯდომარეობისთვისაც მზადაა და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში წინა საკონსტიტუციო კომისიის შეცდომები უნდა გაითვალისწინოს.