ელექტრო ენერგიის არსებულ მრიცხველებს „ჭკვიანი მრიცხველები“ ჩაანაცვლებს . გადაიხედება ელექტრო ენერგიის ტარიფის დაანგარიშების მოდელიც, ფიქსირებულ გადასახადს დიფერენცირებული ტარიფი შეცვლის და საფასური საათობრივად განისაზღვრება, მაგალითად დღის საათებში, საღამოსთან შედარებით ელექტრო ენერგიის ტარიფი დაბალი იქნება, ეკონომიის გაკეთებაში კი მომხმარებელს სწორედ ჭკვიანი მრიცხველი დაეხმარება.