სიახლეები
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

19 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პავილიონი ოფიციალურად გაიხსნა.

წელს საქართველო ლიტერატურის უმსხვილეს პლატფორმაზე განსხვავებული პროგრამით წარდგება.ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნულ სტენდთან გაიმართება დისკუსია -კლასიკური და თანამედროვე ქართული ლიტერატურის შესახებ; უცხოელ გამომცემლებს, კრიტიკოსებსა დალიტერატურულ აგენტებს ქართველი მწერლების შემოქმედებას მთარგმნელი და სცენარისტი დავით გაბუნიაგააცნობს. დაგეგმილია ე.წ. ბიზნეს-საუზმე, რომელსაც რამდენიმე ათეული გერმანელი, იტალიელი, ფრანგი,ბრიტანელი და ათამდე ქართველი გამომცემელი დაესწრება. ქართული პროგრამა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება.

 

Print