ქალაქის საპარლამენტო სტატუსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აკაკი ბობოხიძისა და გიორგი თევდორაძის განცხადებით, თუ “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები დადებენ პირობას და პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანას ხმას არ მისცემენ, ისინი მზად არიან უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე.
აკაკი ბობოხიძის თქმით, კობა ნარჩემაშვილის, დიმიტრი მხეიძის და გიორგი მარგველაშვილის პოზიცია არ კმარა იმისთვის, რომ ქუთაისს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი შეუნარჩუნდეს.