„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა 8 ოქტომბრის არჩევნები იყო. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა გააყალბა. ნათლაშვილი დიპლომატებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუწოდებს არალეგიტიმურად ცნოს და არ აღიაროს 8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.